ჩვენი ტურები

ორდღიანი მოგზაურობა ხევსურეთის მთებში

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: ივნისი-სექტემბერი.

დასათვალიერებელი ადგილები:

ჟინვალის წყალსაცავი;

დათვიჯვრის უღელტეხილი 2676 მ;

შუასაუკუნეების ციხე-კოშკებიანი სოფელი შატილი;

სოფელი მუცო –  ხევსურეთის ყოფილი საფორტიფიკაციო უბანი.

 

ტურის პროგრამა:

პირველი დღე: თბილისი – ჟინვალი – შატილი (165 კმ.);

მეორე დღე: შატილი – მუცო – თბილისი.

 

ღირსშესანიშნაობების მონახულება:

 

დღე 1. 

დილით ადრე გამგზავრება ხევსურეთის მიმართულებით, დათვიჯვრის უღელტეხილით (2676 მ.), შეჩერება ჟინვალის წყალსაცავთან (საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავი) უმშვენიერესი პანორამული ხედით. ისტორიული სოფლები  შატილის მიმართულებით: ბარისახო, გუდანი, ქახმათი – მიტოვებული ზამთარში და მხოლოდ ნაწილობრივ დასახლებული ზაფხულში. პიკნიკ-ლანჩი გზად. შუადღისას ჩასვლა შატილში. სადილი და ღამისთევა ადგილობრივ სასტუმრო სახლში.  

 

დღე 2.

საუზმის შემდეგ ეწვიეთ შატილის ციხე-კოშკებს, ისეირნეთ ვიწრო ქუჩებში და გაემგზავრეთ მიტოვებულ სოფელ მუცოსაკენ – ძველი კოშკების კომპლექსი, რომელიც  კლდოვანი მთის მწვერვალზე მდებარეობს და იცავს რაიონის ჩრდილოეთ საზღვარს. გზად პიკნიკი და შემდგომ დაბრუნება თბილისში.   

ღამისთევა ერთ-ერთ კოშკში მდებარე სასტუმრო სახლში (აბაზანით და ტუალეტით).

 

რეკომენდებულია: საფეხმავლო ტურიზმისათვის საჭირო ფეხსაცმელი, პატარა ზურგჩანთა, თბილი სამოსი, საწვიმარი.

 

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, შესასვლელი ბილეთები, სასტუმროში დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).