ჩვენი ტურები

კურორტი წყალტუბო

 

წყალტუბო ერთ-ერთი ცნობილი სპაკურორტია დასავლეთ საქართველოში. აქ არის გაზიანი მინერალური წყაროები, რომელთა ნატურალური ტემპერატურაა 33-35°C, რაც იძლევა მისი წინასწარი გათბობის გარეშე გამოყენების საშუალებას. კურორტი ცნობილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და იზიდავდა ვიზიტორებს ჯანმრთელობის პრობლემებით საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიიდან. აქ მნიშვნელოვანია ბალნეოთერაპია (ბალნეომკურნალობა) გულსისძარღვთა, ნერვული სისტემის, კუნთოვანი და კანის დაავადებების დროს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კურორტზე შესაძლებელია სპელეოთერაპიით მკურნალობაც. ასეთ მკურნალობას ხელს უწყობს მტვრისგან სრულიად თავისუფალი გარემო და  ადგილობრივი მღვიმეები, რომლებიც სასარგებლოა ფილტვის დაავადებების მკურნალობისას.

 

სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

 

დაბინავება:

 

წყალტუბოს სპაკურორტი აღჭურვილია 59 ორსაწოლიანი  ოთახით და გთავაზობთ სპეციალურ სპასამკურანლო კომპლექსურ პროგრამას.

 

წყალტუბოს გამაჯანსაღებელ კურორტზე სტუმრების განკარგულებაშია 13 კომფორტული ოთახი, სადაც შემოგთავაზებენ სპეციალურ დიეტურ მენიუს, ასევე, მკურნალობას სპა და  მინერალური წყლით.