ჩვენი ტურები

ორდღიანი მოგზაურობა თრუსოს და სნოს ხეობაში

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

დასათვალიერებელი ადგილები:

XVI საუკუნის ანანურის არქიტექტურული კომპლექსი;

თრუსოს ხეობა;

სნოს ხეობა;

სტეფანწმინდა და სოფელი ჯუთა.

 

ტურის განრიგი:

პირველი დღე: თბილისი – თრუსოს ხეობა – სტეფანწმინდა;

მეორე დღე: სტეფანწმინდა – სნოს ხეობა – თბილისი.

 

ღირსშესანიშნაობების მონახულება:

 

დღე 1.

დილით გამგზავრება საქართველოს სამხედრო გზით ჩრდილოეთის მიმართულებით, ხევის რაიონში. ეწვევით XVI საუკუნის ანანურის არქიტექტურულ კომპლექსს – არაგვის ერისთავების რეზიდენციას, შემდგომ გაეშურებით თრუსოს ხეობისაკენ. პიკნიკი გზად. 4-საათიანი ლაშქრობა ხეობაში. შემდეგ – სტეფანწმინდა. სადილი და ღამისთევა სასტუმროში. 

 

დღე 2.

საუზმე და გამგზავრება სოფელ ჯუთაში, მდებარეობს სნოს ხეობაში (დასახლებულია ხევსურებით აღმოსავლეთით მდებარე მთებიდან). ექსკურსია იწყება ჭაუხის მთებში. პიკნიკი გზად. შეგხვდებათ ტბები, ალპური ფლორა და ფაუნა. შუადღისას გამომგზავრება თბილისში.

ღამისთევა სტეფანწმინდის კომფორტულ სასტუმროებში  „რუმსი“  ან „ყაზბეგი“.

 

რეკომენდებულია: საფეხმავლო ექსკურსიისათვის საჭირო ფეხსაცმელი, პატარა ზუგრჩანთა, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, შესასვლელი ბილეთები, გიდის მომსახურება, დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).