ჩვენი ტურები

ორდღიანი მოგზაურობა თრუსოს და სნოს ხეობაში

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

დასათვალიერებელი ადგილები:

XII საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი;

ქორულდის ალპური ტბები;

უშგული – ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე მდებარე სოფელი, შუასაუკუნეების კოშკებით (იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი);

IX საუკუნის უბისის ეკლესია.

 

ტურის განრიგი:

პირველი დღე: თბილისი – ქუთაისი – მცხეთა;

მეორე დღე: მესტია და მიმდებარე ტერიტორია;

მესამე დღე: მესტია – უშგული  – მესტია;

მეოთხე დღე:  მესტია – თბილისი.

 

ღირსშესანიშნაობების მონახულება:

 

დღე 1.

დილით ადრე გამგზავრება დასავლეთ საქართველოს მიმართულებით – ქუთაისში. ეწვიეთ XII საუკუნის გელათის აკადემიას და სამონასტრო კომპლექსს. სადილი რესტორანში ქართული ტრადიციული კერძებით. მგზავრობა გრძელდება ჩრდილოეთის მიმართულებით, ზემო სვანეთის რაიონში. საღამოს ჩასვლა მესტიაში, სვანეთის ადმინისტრაციულ ცენტრში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. 

 

დღე 2.

დილით მესტიის მონახულება – ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება და ქალაქის ვიწრო ქუჩებში გასეირნება. პიკნიკი გზად. შემდგომ გამგზავრება პანორამული ხედებით (უშბა, ბანგურიანი და სხვა) გამორჩეულ ქორულდის ტბებზე. დაბრუნება მესტიაში, ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. 

 

დღე 3.

უშგული, 2200 მ. ზღვის დონიდან, ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი მთელ ევროპაში. უგვერუს უღელტეხილის გადასვლისას თქვენ თვალწინ გადაიშლება შესანიშნავი ხედი უშბის მწვერვალისკენ – 1700 მ ზღვის დონიდან. ეწვევით სოფლებს კალა და იფარი. პიკნიკი გზად. უშგულში მოინახულებთ ლამარიას საეკლესიო კომპლექსს (XII საუკუნე). დაბრუნება მესტიაში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. 

 

დღე 4.

საუზმის შემდეგ გამომგზავრება თბილისში. გზაზე მოინახულებთ IX საუკუნის უბისის ეკლესიას. სადილი ადგილობრივ რესტორანში. საღამოს ჩამოსვლა თბილისში. 

ღამისთევა მესტიის კომფორტულ სასტუმროში „თეთნულდი“.

 

რეკომენდებულია: საფეხმავლო ექსკურსიისათვის საჭირო ფეხსაცმელი, პატარა ზურგჩანთა, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი.

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, შესასვლელი ბილეთები, გიდის მომსახურება, დაბინავება, კვება.