ჩვენი ტურები

„უიქენდ ტური“ სამცხე- ჯავახეთში

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

მახასიათებლები:

XI საუკუნის სვეტიცხოვლის ტაძარი;
VI საუკუნის ჯვრის ეკლესია;
მცხეთა – საქართველოს ძველი დედაქალაქი;
ძვ.წ. I ათასწლეულში  კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე;
რაბათის ციხესიმაგრე და ხერთვისის ციხე;
XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ვარძია.
 

ტურის განრიგი:
პირველი დღე: თბილისი – გორი/უფლისციხე – ბორჯომი – ბაკურიანი (სადილი, ვახშამი);
მეორე დღე: ბაკურიანი – ახალციხე – ვარძია – თბილისი (საუზმე, სადილი).

დასათვალიერებელი ადგილები:

დღე 1:

გამთენიისას საქართველოს ძველ დედაქალაქში, მცხეთაში გამგზავრება. ვიზიტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ჯვრის მონასტერში, რომელიც მდებარეობს  გორაზე, ხედით ქალაქზე. ტრადიციული სადილი გზაში. მგზავრობის გაგრძელება უფლისციხის მიმართულებით და ძვ. წ. I ათასწლეულის გამოქვაბულში საცხოვრებელი კომპლექსის მონახულება. ბორჯომის მინერალური წყლების პარკის მონახულება, წყლის დაგემოვნება. გამგზავრება ბაკურიანში, სადილი და ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 2:

გამგზავრება ჯავახეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ ახალციხეში.  რაბათის (ახლახან განახლებული შუა საუკუნეების კომპლექსი მულტიკულტურული არქიტექტურით, გადაჭიმული კლდოვან მთაზე ხედით ახალციხეზე) ციხესიმაგრის მონახულება. ლანჩი ადგილობრივ რესტორანში. გზის გაგრძელება  მდინარე მტკვრის ხეობაში. შეჩერება  შთამბეჭდავი ხერთვისის ციხის შესწავლის მიზნით. ვარძიაში კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის და ფრესკებით გაფორმებული პატარა სამლოცველოს მონახულება. თბილისში დაბრუნება.

 

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება,  ბილეთები, გიდის მომსახურება, სასტუმროში დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).