ჩვენი ტურები

კურორტი საირმე

 

ალნეოლოგიური კურორტი საირმე გამორჩეულია ფოთლოვანი ტყეებით და მთის კლიმატით. მეტად მნიშვნელოვანია მისი თერაპიული, მინერალურად მდიდარი თერმული წყლების საბადოები, რომლებიც ქუთაისის სამხრეთით, მდინარე  წაბლარის ხეობაში, ზღვის დონიდან  950 მეტრზე მდებარეობს.

 

საირმე საშუალო სინესტის კურორტია, განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ფიჭვის ტყეებით გარშემორტყმული. ტყის ფართობი 19000 ჰექტარია. ფიჭვის ტყიდან 7-8 კმ.-ის მოშრებით მცირე კავკასიონის ქედი იწყება. საირმის ისტორია 100 წელს მოიცავს. ის აღმოჩენილია მონადირე-მწყემსების მიერ.


 

სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

 

დაბინავება:

 

სასტუმრო „საირმე“ 150 ოთახისგან შედგება და 390 სტუმარს იტევს. ბიუვეტის საშუალებით სტუმრებს შეუძლიათ დალიონ საირმის მინერალური წყალი. ოთახები სტუმრებს დახვდებათ ტელევიზორი, სწრაფი ინტერნეტი და თანამედროვე აქსესუარები.

 

სასტუმრო „უდაბნო“ – საუცხოო გარე აუზით და მინერალური წყაროს წყლებით. სასტუმრო გთავაზობთ 200 კომფორტულ ნომერს სტუმრებისთვის, სამკურნალო და სილამაზის პროცედურებს, სპაცენტრს, ფიტნესცენტრს და მასაჟს.

 

სასტუმრო „იმერეთი“ – გთავაზობთ ადგილობრივ სამედიცინო ცენტრს და მინერალური წყლების წყაროებს, გარე საცურაო აუზებს და 180 ოთახს აივნით. მკურნალობა ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის  სასტუმროს სპაცენტრში ტარდება.

ტურპაკეტი გთავაზობთ: 5 დღე/4 ღამე – 265 ევრო ერთ პიროვნებაზე.

ამ ფასში შედის: ტრანსფერი, დაბინავება სასტუმრო „საირმეში“