ჩვენი ტურები

ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი

 

სამთო კურორტი ნუნისი, ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 920 მ.-ზე მდებარეობს და ცნობილია თბილი (27-28 C) გოგირდის მინერალური წყლებით. გადმოცემით ნუნისის წყლების გამოყენება XIX საუკუნიდან დაიწყო. ტყის გარემო წყნარ ატმოსფეროს გთავაზობთ და მოქმედებს დამამშვიდებლად. აქ მკურნალობენ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, სებორეას, ნერვოზს, ნევრიტს და ნევრალგიას. ნუნისში ტარდება ბალნეოკლიმატოთერაპიული კურსი, რომელიც საუცხოო ეფექტით გამოირჩევა კანის დაავადებით (ნერვული სისტემის მოშლილობით გამოწვეული) დასნებოვნებულ პაციენტებში. 

 

სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

 

დაბინავება:

 

სასტუმრო „სამთა ნუნისი“ – ძირითად შენობაში გახლავთ 7 ორადგილიანი/სამადგილიანი ნომერი. ტერიტორიაზე აგრეთვე განთავსებულია საოჯახო ტიპის 6 დამოუკიდებელი კოტეჯი. სასტუმრო გთავაზობთ ბალნეოკლიმატოთერაპიას, წონის თერაპიას და დიეტურ მენიუს.