ჩვენი ტურები

მცხეთის ისტორიული მონუმენტები

 

ჯვრის მონასტერი, 586/7-604/5 წწ.

 

ჯვრის მონასტერი მცხეთაში – ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ძეგლი, ერთ-ერთი უდიდესი რელიგიური მნიშვნელობის ადგილი და კავკასიის ქრისტიანი პილიგრიმების ცენტრი.

 

ჯვრის მონასტერი აშენებულია იმ ადგილას, სადაც ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ და პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ხის ჯვარი აღმართეს. ჯვრის ოთხკუთა საძირკველი კვლავ დაცულია მონასტერში.

 

ჯვრის მონასტერი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა, მცირე დამატებითი ოთახებით. ის აუშენებია ქართლის მმართველს სტეფანოს პატრიკიოსს VI და VIIსაუკუნეების მიჯნაზე. ჯვარი პირველი ქართული მონასტერია, რომლის ფასადების დეკორაციაში მნიშვნელოვან როლს ბარელიეფები თამაშობს. აღმოსავლეთ ფასადის რელიეფზე გამოსახულია თვით სტეფანოსი და მისი ოჯახი (დემეტრე და ადარნასე).  სამხრეთ ფასადის ფრონტონზე ჩანს ჯვრის აღმართვის კომპოზიცია. გუმბათის კიდეზე გამოსახული უცნობი პიროვნება სავარაუდოდ შენობის არქიტექტორია.

 

მცირე ეკლესია მდებარეობს ჯვრის მონასტრის ჩრდილოეთით და აშენებულია VI საუკუნის მეორე ნახევარში.  

 

ჯვრის ანსამბლს სამი მხრიდან ეკვრის ფორტიფიკაციული ნაგებობა.

ჯვრის მონასტერი, მცხეთის სხვა ისტორიულ მონუმენტებთან ერთად, 1994 წლიდან შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. ამ სიაში ჩართვა ადასტურებს კულტურული და ბუნებრივი საგანძურის ფასეულობას.

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI ს.

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი – უმნიშვნელოვანესი რელიგიური ცენტრი და უდიდესი საეკლესიო კონსტრუქციაა შუა საუკუნეების საქართველოში. იგი აშენებულია 1010-1029 წწ.-ში ხუროთმოძღვარ კონსტანტინე არსაკიძის მიერ კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის ხელმძღვანელობით.

 

აქ IV საუკუნეში იდგა ხის ეკლესია.  მის ადგილას 480 წელს აშენდა სამნავიანი ბაზილიკა. ამ ადრეული ეკლესიების ფრაგმენტები ჯერ კიდევაა შემორჩენილი.

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ეკლესიაა დასავლეთისკენ წაგრძელებული მკლავებით. საუკუნეების განმავლობაში მას რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (მაგ.: დასავლეთ ნაწილის და მორღვეული გუმბათის მეფე ალექსანდრეს მიერ 1413-1440 წწ.-ში).  

 

 XV საუკუნეში ტაძრის შიგნით მცირე ზომის ეკლესია აშენდა როგორც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე აგებული ტაძრის სიმბოლო.

 

სვეტიცხოველს სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხრიდან სხვადასხვა პერიოდის დამატებითი მიშენებები ჰქონდა. ისინი 1837 წელს მოშალეს. შენახული კედლის მხავტრობა და ფრესკები XVII საუკუნით თარიღდება.

 

კედლები გარშემორტმულია XVIII საუკუნის მეორე ნახევრის გალავნით. დასავლეთით შენარჩუნებულია XI საუკუნის კარიბჭე და მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთები.

საკათედრო ტაძარში დასაფლავებულნი არიან ქართველი მეფეები (ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II და გიორგი XII), პატრიარქები (მელქისედეკ I, დომენტიIII) და ქართველი თავადები.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, მცხეთის სხვა ისტორიულ მონუმენტებთან ერთად,  1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამ სიაში ჩართვა ადასტურებს კულტურული და ბუნებრივი საგანძურის ფასეულობას.

 

სამთავროს მონასტერი, XI ს.

 

სამთავროს მონასტერში დასაფლავებულნი არიან პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი მირიანი და ნანა. 480 წლიდან სამთავრო საეპისკოპოსო ცენტრად, XIX საუკუნის დასაწყისიდან კი მონასტრად იქცა.

 

ამჟამინდელი ეკლესია 1030-1040 წწ.-შია აშენებული. საკურთხევლისა და გუმბათის მხატვრობა XVII საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა დიდი ტაძრის ნაშთები, რომელიც აქ XI საუკუნემდე იდგა.

 

მაცხოვრის ეკლესიის აღმოსავლეთით დგას მცირე, ადრეშუასაუკუნოვანი წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. მისი მხატვრობა დათარიღებულია XIX საუკუნით. ჩრდილოეთით – სამსართულიანი სამრეკლო (XV-XVI საუკუნით დათარიღებული). XVIII  საუკუნის ცილინდრული კოშკი შემორჩენილია მონასტრის კედელში, რომლის რეკონსტრუქციაც XIX საუკუნეში განხორციელდა.

 

სამთავროს მონასტერი, მცხეთის სხვა ისტორიულ მონუმენტებთან ერთად, 1994 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში.