ჩვენი ტურები

კავკასიის კულინარიული ტური

ტურის ხანგრძლივობა: 12 დღე;
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

კულინარიული მასტერკლასები; 

ქართული ღვინო და აზერბაიჯანული სამზარეულო: ყველის და პურის სხვადასხვა სახეობა, ხორცის, შინაური ფრინველის და თევზის კერძები, სოუსები, საუზმე, სალათები, დესერტი.


ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი კომპანია:

ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ ღვინის მარნებში, პურის ცხობის, ბაზრის დათვალიერება;

სიღნაღი (XVII ს) და ბოდბის მონასტერი; 

მცხეთა – იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.


ტურის განრიგი:
დღე 1. ჩამოსვლა ბაქოში; 

დღე 2. ბაქო; 

დღე 3. ბაქო – აფშერონის ნახევარკუნძული;

დღე 4. ბაქო – შამახი – შექი; 

დღე 5. შექი – ლაგოდეხი – ბოდბე – სიღნაღი;

დღე 6. სიღნაღი – თბილისი; 

დღე 7. თბილისი – მცხეთა – ქუთაისი; 

დღე 8. ქუთაისი – ზუგდიდი – ბათუმი; 

დღე 9. ბათუმი; 

დღე 10. ბათუმი – თბილისი; 

დღე 11. თბილისი; 

დღე 12. გამგზავრება. 



ღირსშესანიშნაობების მონახულება ტურის მანძილზე:

 

დღე 1.

ჩამოსვლა ბაქოში. ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში, რეგისტრაცია. 

 

დღე 2. 

ქალაქის ტური. სანაპირო პარკისა და ძველი ქალაქის („იჩერი შეჰერ“) მონახულება. არქიტექტურული მონუმენტების დათვალიერება, როგორებიცაა: შირვანშაჰის სასახლე, ქალწულის კოშკი და ქარავანსარაი. სადილი „დოლმით“ და აზერბაიჯანული ნახევრად ტკბილი ღვინით „მადრასა“. ვიზიტი ადგილობრივი მცხოვრების სახლში და „შაჰ ფლავის“ მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

 

დღე 3. 

ექსკურსია გობუსტანში, ისტორიულ-ხელოვნურ ნაკრძალში. სადილი: თევზის „ლავანგი“. შემდგომ ექსკურსია ზოროასტრულ ტაძარ „ათეშგაგში“ მარადიული ცეცხლით. ვახშამი კუტაბებით. ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 4. 

ექსკურსია შექში. შექის ხანების სასახლის დათვალიერება, საუცხოო ფრესკებისა და  გასაოცარი მინის ნამუშევრების სახელოსნო, შექური ფახლავის მწარმოებელი მაღაზია და უძველესი სასტუმრო „ქარავანსარაი“. სადილი, ძირითადი კერძი – „ფითი“. ვახშამი ადგილობრივი მცხოვრების სახლში.

 

დღე 5. 

გამგზავრება საქართველოს საზღვრისაკენ. ლაგოდეხის გამშვები პუნქტი. საუკეთესო ქართული ღვინოების დაგემოვნება. ვიზიტი კახეთის რეგიონში: ღვინის ქარხნები, ადგილობრივი მცხოვრების მარანი. ექსკურსია სიღნაღში (XVI-XVII სს). ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.  

 

დღე 6. 

ქალაქის დღის ტური და სადილი დედაქალაქის საუკეთესო სასტუმროში. დააგემოვნეთ კერძები, რომლებიც აქამდე არ გაგისინჯავთ და დატკბით ქართული სამზარეულოს სურნელით. 

 

დღე 7. 

დასავლეთი საქართველო, ქუთაისი. ისიამოვნებთ ისტორიული სანახაობებით, სამზარეულოთი და ღვინის დეგუსტაციით. მოინახულებთ საქართველოში ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ მონუმენტებს, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს: ბაგრატის ტაძარს (XI ს) და  გელათის სამონასტრო კომპლექსს. დაბინავება ქუთაისში სასტუმროში.

 

დღე 8. 

სამეგრელო. რეგიონის ტრადიციული კერძები საკმაოდ ცხარე და სანელებლებიანია. ისწავლით ღომის (მოხარშული სიმინდის ფაფა) და მჭადი (სიმინდის კვერები) მომზადებას, გასინჯავთ სულგუნს, საცივს (ქათამი ნიგვზიან სოუსში), ხარჩოს; თქვენ გელით ელარჯი (სიმინდის ფაფა ყველით), აჯიკა და მრავალი სხვა კულინარიული საოცრება.  მოგზაურობას გააგრძელებთ ბათუმის მიმართულებით, ქობულეთის გავლით. დაბინავება ბათუმში, სასტუმროში.  

 

დღე 9. 

ბათუმი – აჭარის უმშვენიერესი დედაქალაქი. თქვენ გასინჯავთ თევზის ნაირსახეობებს და განსაკუთრებულ საკონდიტრო ნაწარმს; ყოველდღიურ ქართულ ტრადიციულ მენიუს, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი აჭარაში ზღვასთან და მთიან რეგიონთან ერთდროული სიახლოვის გამო. 

 

დღე 10. 

ბათუმის ქალაქის ტური. გამგზავრება თბილისში (390კმ./242.334მილი) რიკოთის უღელტეხილის გავლით. თბილისში ჩამოსვლა შუადღისას. თავისუფალი დრო.  

 

დღე 11.

ძველი თბილისის ტური. ქალაქის გალავანი და ციტადელი, მუზეუმები, ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა, ვიწრო ქუჩები, მშრალი ხიდი – ხელოვანთა ვერნისაჟი, ღვინის მაღაზიები... ეს ყველაფერი კულტურული და ისტორიული სანახაობების ნაკრებს წარმოადგენს. ეწვევით ბრენდის ქარხანას და მარანს თბილისში, დაესწრებით წარმოების პროცესს და დააგემოვნებთ სხვადასხვა სახეობის ნაწარმს. გამოსამშვიდობებელი სადილი. დაბინავება თბილისის სასტუმროში.

 

დღე 12. 

გამგზავრება.

 

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, შესასვლელი ბილეთები, გიდის მომსახურება, დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).