ჩვენი ტურები

ღვინისა და ბრენდის ტურები

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

დასათვალიერებელი ადგილები:

 

ბრენდის კომპანიები და მარნები;
კახეთი – ღვინის რეგიონი;
ბოდბის სამონასტრო კომპლექსი.

 

ტურის განრიგი:

დღე 1. თბილისი – ბოდბე – სიღნაღი;

დღე 2. სიღნაღი – ყვარელი – თბილისი. 

 

კულტურული ღირსშესანიშნაობები ტურის განმავლობაში:

 

დღე 1.

დილის 10:00 საათზე ეწვევით სარაჯიშვილის ბრენდის კომპანიას ქ. თბილისში. 1889-1912 წწ.-ში „სარაჯიშვილმა“ ოქროს მედლები მოიპოვა საერთაშორისო გამოფენებზე პარიზში, ჩიკაგოში, ბრიუსელსა და ბევრ სხვა ქალაქში. მოგვიანებით კი კომპანია   საიმპერატორო კარის ოფიციალური  მიმწოდებლის სტატუსით დაჯილდოვდა. დღეს „სარაჯიშვილი“ საქართველოს წამყვანი კომპანიაა ღვინის და ბრენდის მწარმოებელთა შორის.

ბრენდის დეგუსტაცია და გამგზავრება კახეთში  – საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ვრცელ, საოცარ და ღვინის მწარმოებელ რეგიონში.

ექსკურსია ბოდბეში, IX-XI საუკუნეების ქართულ მართლმადიდებლურ სამონასტრო კომპლექსში. სადილი ტრადიციულ ქართულ რესტორანში. გამგზავრება სიღნაღში, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი ქალაქში. ის განლაგებულია გორაკის მწვერვალებზე და ალაზნის ველსა და თოვლით დაფარულ კავკასიონის მთებს გადაჰყურებს. ვახშამი და ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივ რესტორანში. ღამისთევა სიღნაღის სასტუმროში.

 

დღე 2.

დილის 09:00 საათზე საუზმე სასტუმროში. საუზმის შემდეგ ტური ქალაქ სიღნაღში და გამგზავრება ყვარლის მარანში. ყვარელში ღვინო კლდოვანი მთის მასივში გაჭრილ 7.7 მეტრის სიგრძის გვირაბში ინახება. მასივი მოიცავს გრანიტს, რომელსაც გარს აკრავს თიხის ფენა. წელიწადის ნებისმიერ დროს გვირაბის ტემპერატურა არ აღემატება 10-11 °C-ს. სადილი კახეთში.  დასასრულს გამომგზავრება თბილისში.

 

*ამ ტურის შეძენა შესაძლებელია გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე.