ჩვენი ტურები

ორდღიანი ტური: ხადა – გუდაური – ყაზბეგი

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მაისი-ოქტომბერი.

დასათვალიერებელი ადგილები:

საქართველოს სამხედრო გზა;

ანანურის ციხესიმაგრე;

ხადას ხეობა;

ქალაქი ყაზბეგი.

 

ტურის მარშრუტი:

პირველი დღე: თბილისი – ხადა – გუდაური/ყაზბეგი (პიკნიკ-ლანჩი, ვახშამი);

მეორე დღე: გერგეთის სამების ტაძარი – ყაზბეგი – თბილისი (საუზმე, პიკნიკ-ლანჩი).

 

ღირსშესანიშნაობების მონახულება:

 

დღე 1: დილის 09:00  საათზე შეხვედრა გიდთან და გამგზავრება ხადას ხეობაში.

საქართველოს სამხედრო გზა არის ისტორიული სახელწოდება მნიშვნელოვანი მარშრუტისა, რომლითაც  გადიან საქართველოდან რუსეთში ანუ სამხრეთ კავკასიიდან ჩრდილოეთისკენ.

თბილისისა (საქართველო) და ვლადიკავკაზის (რუსეთი) შემაერთებელი ტერიტორია მიჰყვება გზას, რომელსაც ტრადიციულად  დამპყრობლები და ვაჭრები გამოიყენებდნენ.

 

ანანურის ციხე – არაგვის ერისთავების რეზიდენციაა. ისინი წარმოადგენდნენ ფეოდალურ დინასტიას, რომელიც ამ ტერიტორიას XIII საუკუნიდან მოყოლებული მართავდა. ციხესიმაგრე გამოიყენებოდა XIX საუკუნემდე.

 

ხადა – გზა მიუყვება მდინარე არაგვს საქართველოს სამხედრო გზის მიმართულებით. ვაგრძელებთ სვლას სოფ. ქვეშეთთან ხადადან გუდაურამდე, ალპურ ზონაში მდებარე ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტამდე. პიკნიკ-ლანჩი გზად.  ვახშამი და ღამისთევა სასტუმრო სახლში ყაზბეგში.

 

დღე 2: დილით საუზმე სასტუმრო სახლში. საუზმის შემდეგ – ექსკურსია. 

ყაზბეგი ასევე ცნობილია, როგორც სტეფანწმინდა, მცირე ქალაქი, რომელიც  მდინარე თერგზე მდებარეობს ზღვის დონიდან 1,740 მეტრზე.

 

დაბრუნება თბილისში.

* სამების ეკლესიამდე ფეხით 1 საათის სავალია. დამატებითი გადასახადით შესაძლოა ყაზბეგში 4x4 მანქანის დაქირავება ეკლესიამდე ასასვლელად.

რეკომენდებულია: საფეხმავლო ექსკურიისათვის საჭირო ფეხსაცმელი, პატარა ზურგჩანთა, თბილი სამოსი, საწვიმარი.