ჩვენი ტურები

აღმოაჩინე დასავლეთი საქართველო „უიქენდზე“

ტურის ხანგრძლივობა: 2 დღე;
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.


მახასიათებლები:

უფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი (ძვ. წ. I ათასწლეული);
IX საუკუნის უბისის ეკლესია;
XII საუკუნის გელათის სამონასტრო კომპლექსი;
წყალტუბოს კარსტული მღვიმე „პრომეთე“.


ტურის განრიგი:
პირველი დღე: თბილისი – კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე – ქუთაისი (სადილი, ვახშამი);
მეორე დღე: ქუთაისი – წყალტუბოს კარსტული მღვიმე  – თბილისი (საუზმე, სადილი).

დასათვალიერებელი ადგილები:


დღე 1:

ქუთაისში გამგზავრება. გზად შეჩერება კლდეში ნაკვეთი ქალაქის, უფლისციხის    (ძვ. წ.  I ათასწლეული) მოსანახულებლად. ტურის გაგრძელება  რიკოთის გვირაბის გავლით, რომელიც  საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს. IX საუკუნის უბისის ეკლესიის მონახულება, რომელიც მოხატულია ცნობილი ქართველი მხატვრის დამიანეს მიერ. სადილი გზად. დღის მეორე ნახევარში ქუთაისში ჩასვლა. საღამოს ქალაქში გასეირნება. ტრადიციული ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში.

 

დღე 2:

დღის დაწყება  XII საუკუნის გელათის აკადემიაში და სამონასტრო კომპლექსში ექსკურსიით. შუა საუკუნეების საქართველოს ეს კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. გამგზავრება ცნობილ  საბჭოთა ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოში.  კარსტული მღვიმის „პრომეთეს“ ნახვა –  საქართველოს ერთ-ერთი ბუნებრივი სასწაული, სადაც სტუმრებს დახვდებათ  სტალაქტიდები, სტალაგმიტები, მიწისქვეშა მდინარეები და ტბები. ლანჩი ადგილობრივ რესტორანში. დაბრუნება თბილისში.


ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, ბილეთები, გიდის მომსახურება, სასტუმროში დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).