ჩვენი ტურები

ბორჯომის მინერალური წყლების კურორტი

 

მდებარეობს ბორჯომის ულამაზეს ხეობაში, ვახანისა და თრიალეთის ქედებს შორის. ბორჯომი უდიდესი მთიანი სპა და ბალნეოლოგიური კურორტია საქართველოში. თავისი სამკურნალო მარილიანი და მჟავე წყლებით, მთის უნიკალური ჰაერით, მჭიდროდ გაშენებული ტყით ის პოპულარულია მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. ქალაქში ფუნქციონირებს მრავალი სანატორიუმი. კურორტის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქვის აბანოები, რომლებიც ამტკიცებს, რომ არსებული მინერალური წყლები ათასობით წლის წინ იყო ათვისებული.

 

ქალაქი 1829 წლით თარიღდება, როცა აღმოჩენილ იქნა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო წყლები. კავკასიის რუსმა მმართველმა, ვორონცოვმა ეს ტერიტორია განავითარა როგორც კურორტი, რის შემდეგაც ბორჯომი და მის გარშემო კურორტები  რუსეთის მეფის და მისი ოჯახის საკუთრება გახდა.


 

სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

 

დაბინავება:

 

სასტუმრო „ბორჯომის ხეობა“ აღჭურვილია 28 კომფორტული ოთახით, საკონფერენციო დარბაზით, ბარით და რესტორნით. აქვეა საცურაო აუზიც და სპეციალური სამედიცინო სამკურნალო პროგრამაც ვიზიტორთა მოთხოვნების შესაბამისად.

 

სასტუმრო „ლიკანი პალასი“ აღჭურვილია 11 სტანდარტული ორადგილიანი ნომრით; სასტუმროში ასევე არის ბარი, რესტორანი და ფიტნესკლუბი.

 

სასტუმრო „თბილისში“ დაგხვდებათ 88 სასტუმრო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, გთავაზობთ მაგიდის ჩოგბურთს და მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებას.