ჩვენი ტურები

სამდღიანი ტური ბათუმში

ტურის ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე;
სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

მახასიათებლები:

 

ბაგრატის ტაძარი – იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი;

შავი ზღვის სანაპირო;

ბოტანიკური ბაღი;

გონიოს ციხე (ჩვ. წ. აღიცხვამდე II საუკუნე).


ტურის განრიგი:

დღე 1. თბილისი – ქუთაისი – ბათუმი (სადილი);

დღე 2. ბათუმი და შემოგარენი (საუზმე, სადილი);

დღე 3. ბათუმი – თბილისი (საუზმე, სადილი).

 

დღე 1.

09:00 საათზე შეხვედრა გიდთან და ქალაქ ქუთაისში გამგზავრება.

978 წლიდან  1122 წლამდე ქუთაისი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოს დედაქალაქი.

სადილი  ადგილობრივ რესტორანში.

 

ბაგრატის ტაძარი (XI ს) შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. საკათედრო ტაძარი მდებარეობს  ქუთაისში, დასავლეთ საქართველოში.

ღამისთევა ბათუმის სასტუმროში.

 

დღე 2.

09:00 საათზე საუზმე სასტუმროში. საუზმის შემდეგ ექსკურსია ბათუმში. ბათუმი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი და ქვეყნის მთავარი პორტია.


ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მსოფლიოს ბაღებს შორის. ამ დროისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 114 ჰა უჭირავს.


გონიოს ციხე  ძვ.წ. II ათასწლეულშია აშენებული. ციხესიმაგრე დასავლეთსა და  კავკასიას შორის გზაჯვარედინზეა განთავსებული. მან  არაერთხელ ითამაშა სასიცოცხლო როლი საქართველოს ისტორიაში.

 

სადილი  ადგილობრივ რესტორანში. ღამისთევა ბათუმის სასტუმროში.

 

დღე 3.

09:00 საათზე საუზმე. საუზმის შემდეგ  დაბრუნება თბილისში.
შეჩერება გზაში, სადილი ადგილობრივ რესტორანში.

ტურის ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება, ბილეთები, გიდის მომსახურება, სასტუმროში დაბინავება, კვება (მითითებულის მიხედვით).

.