ჩვენი ტურები

ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი

 

ბაგრატის საკათედრო ტაძარი ქუთაისში, 1003 წ.

 

ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (ბაგრატის საკათედრო ტაძარი) – საქართველოს გაერთიანებული სამეფოს სიმბოლო, აშენებულია გაერთიანებული საქართველოს მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის მიერ (978-1014). ფასადზე არსებული წარწერის მიხედვით ტაძრის მშენებლობა დასრულებულა 1003 წელს.

 

ბაგრატის საკათედრო ტაძარი საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი არქიტექტურული მონუმენტია. მისი გუმბათი ოთხ სვეტს ეყრდნობა. 

 

მშენებლობის დასრულებამდე ტაძარს დამატებული აქვს სამსართულიანი კოშკი, XI საუკუნის პირველ  ნახევარში კი მდიდრულად შემკული შესასვლელები სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან.

 

ბაგრატის საკათედრო ტაძრის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე ამოტვიფრულია წარწერები. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილი წარწერა საქართველოში არაბული ციფრების ადრეული გამოყენების ფაქტს ადასტურებს.

 

XVII საუკუნის დასასრულს ბაგრატი დამპყრობლებმა ააფეთქეს. მისი ნგრევა XVII და XIX საუკუნეებშიც გრძელდებოდა.

 

ბაგრატის საკათედრო ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიურმა გათხრებმა გამოავლინა სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები, მათ შორის, IV საუკუნის ეკლესიის ნაშთი, მოზაიკის იატაკი, დათარიღებული 1003 წლით და რამდენიმე დიდგვაროვნის სამარხი.                                            

გელათის მონასტერი, XII .

 

„მეორე იერუსალიმად“ და „სხვა ათინად“ წოდებული გელათის მონასტერი შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასულიერო და კულტურული ცენტრია. გელათი აშენებულია მეფე დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს.

 

მონასტერთან ფუნქციონირებდა აკადემია, სადაც მოღვაწეობდნენ ქართველი მეცნიერები, ფილოსოფოსები და თეოლოგები. XVI საუკუნიდან  გელათი საეპისკოპოსო კათედრა გახდა.

მონასტრის ცენტრალური ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ტაძრის ინტერიერი შემკულია სხვადასხვა პერიოდის ფრესკებით. ცენტრალური აფსიდა მორთულია მოზაიკით (დათარიღებული 1125-1130 წწ.), სადაც გამოსახულია ღვთისმშობელი იესოთი და მთავარანგელოზები. დასავლეთით ნართექსზე XII ს-ით დათარიღებული ფრესკაა, რომელიც  შვიდ ეკუმენურ საბჭოს წარმოადგენს. ფრესკების უმეტესობა XVI საუკუნის მეორე ნახევარს განეკუთვნება.

 

გელათის სამონასტრო ანსამბლის სხვა აქრიტექტურული მონუმენტები XII და XIV საუკუნეებით თარიღდება, ესენია: აკადემია, XVI საუკუნის ფრესკებით შემკული წმინდა გიორგის ეკლესია, წმინდა ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია; მონასტრის სამრეკლო ერთ-ერთი უძველესია საქართველოში.

 

გელათის მონასტერი საქართველოს სამეფო დინასტიის, ბაგრატიონების საძვალეს წარმოადგენს. აქ, სამხრეთ კარიბჭესთან, თავად დავით აღმაშენებელია (1089-1125) დასაფლავებული.