ჩვენი ტურები

კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი აბასთუმანი

 

აბასთუმნის ბალნეოლოგიური სპაკურორტი, ცნობილი თავისი ნატურალური ჰიპოთერმული წყლებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მდებარეობს. კურორტი განსაკუთრებულია თავისი მიკროკლიმატით და კრისტალურად სუფთა ჰაერით. მცირედმინერალური ცხელი წყალი გამოიყენება სხვადასხვა მოშლილობის სამკურნალოდ, როგორებიცაა: ქალური პრობლემები, ნერვული სისტემის აშლილობა და ა.შ..

 

1842 წელს აქ დაფუძნდა გერმანული კოლონია, რომელიც მოგვიანებით  რუსულად გადაკეთდა. დასახლებას თავდაპირველად აბბას-თუმან ერქვა. პოპულარული ის    თერმული წყლების წყალობით გახდა. უფლისწული გიორგი ალექსანდრეს ძე, რუსეთის სამეფო ოჯახის წევრი, პირადად იყო პასუხისმგებელი კურორტის განვითარებაზე. სუსტი ჯანმრთელობის გამო მან თითქმის მთელი ცხოვრება აბასთუმანში გაატარა.


 

სეზონი: მთელი წლის განმავლობაში.

 

დაბინავება:

 

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სასტუმრო, რომელიც ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარეობს 20 კომფორტული ორ- და სამადგილიანი ნომრითაა აღჭურვილი. აქვეა საკონფერენციო დარბაზი, ბარი და რესტორანი.

 

სასტუმრო „კაპაში“ 11 კომფორტული ოთახია. სტუმრებს შეუძლიათ ითამაშონ ბილიარდი, ისარგებლონ პინგ-პონგის მაგიდებით. სასტუმროს აქვს მასაჟის ოთახი, ბარი, სპორტული მოედანი ბავშვებისთვის.