მდებარეობს ჩრდილოეთით, კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე, თბილისიდან 120 კმ./ 74.6 მილზე. ზამთრის სეზონზე კურორტი საკმაოდ უსაფრთხოა. გუდაური ზაფხულშიც მიმზიდველი და პოპულარულია ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების თუ ტურისტებისთვის როგორც დასასვენებლად, ისე სალაშქროდ, კემპინგისთვის, ჩიტებზე დასაკვირვებლად, ჯიპტურებისა და ცხენოსნობისათვის.
ზამთრის გასართობები
ზამთარში კურორტი ცნობილია თავისი ღიაცისქვეშა ღონისძიებებით, სპორტული ფესტივალებით და მრავალფეროვანი გასართობებით: ყველაზე პოპულარული თხილამურებით, სნოუბორდინგით, სნოუმობილინგით. სათხილამურო სეზონი ზამთრის ადრე პერიოდიდან გვიან გაზაფხულამდე გრძელდება. თოვლის საფარი აქ 1.5მ./5ფტ.-ს აღწევს. გუდაურში რამდენიმე ტრასა და საბაგიროა. ტრასებზე შესაძლოა როგორც ჩვეულებრივი (ტრასის საერთო სიგრძეა 35 კმ/21.7მი), ისე გაუკვალავ, ღრმა თოვლში სრიალიც. ტრასები გამიზნულია როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი (სლალომი, დიდი სლალომი, გიგანტური სლალომი და სწრაფი სრიალი) მოთხილამურეებისათვის. ტრასებზე ადის სათხილამურო სკამიანი საბაგირო. მისი დიზაინი შექმნილია ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ მიერ (არსებობს სამ-, ოთხ- და ხუთადგილიანი სკამები). სულ საბაგიროს ხუთი სადგური აქვს – პირველი იწყება 1,990მ./6.528.8 ფტ. სიმაღლეზე, ბოლო კი 3.306მ./10.846.4 ფტ. სიმაღლეზე (საძელე). დამატებითი ინფორმაცია: ტრასების 25%-ი – ადვილი, 40%-ი – უფრო რთული, 20%-ი – ყველაზე რთული და მხოლოდ 15%-ია ექსპერტებისათვის განკუთვნილი. შესაძლებელია თხილამურების ქირაობა. სათხილამურო ტერიტორია კონტროლდება გამოცდილი მოთხილამურე დამკვირვებლების ჯგუფის მიერ.
ბაკურიანი თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 175 კმ./108.7 მილზე მდებარეობს, თრიალეთის ზეგანის ჩრდილოეთ ფერდობზე (1700მ./5.577.4 ფტ. ზღვის დონიდან). ბაკურიანი, თავისი განსაკუთრებული კლიმატით მიმზიდველი და ეფექტიანია ჯანმრთელობისთვის როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში და, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის საოჯახო კურორტი.
ბაკურიანში ჰაერზე, ღია ცის ქვეშ უამრავი გასართობია: ციგურაობა, თხილამურებით, ციგით და ბურანით სრიალი, ცხენოსნობა. გარშემო მრავალი ისტორიული ადგილია – შესანიშნავი შანსი ალტერნატიული დამსვენებლისათვის. კურორტი ახლოსაა ბორჯომის მინერალური წყლის საბადოსთან. პოპულარული სასრიალოა დიდველი, სადაც სათხილამურო ტრასის სიგრძე 3,800 მ./12,467.2 ფტ.-ს აღწევს. დიდველის მწვერვალი მკვეთრად დამრეცი და რთულია. ზედა სადგურზე ადის გონდოლის ტიპის სათხილამურო-საბაგირო გზა. აქვეა სხვა სათხილამურო ტრასებიც - „კოხტა 1“ და ტატრა (ცნობილი როგორც „კოხტა 2“ (2.255მ./ 7.398.3ფტ.)) კლდოვანი დამრეცი საშუალო სირთულით და 1.800 მ./1.1მილი სიგრძით. ამავე მთაზე განლაგებულია უფრო მოკლე და ადვილი ტრასა, რომელზეც ბუგელის ტიპის საბაგირო ადის. შესაძლებელია თხილამურების დაქირავება. სპორტული ინსტრუქტორები მზად არიან, დაეხმარონ დამწყებ მოთხილამურეებს.
დაბინავება
გუდაურსა და ბაკურიანში დაბინავების უამრავი შესაძლებლობა არსებობს, მათ შორის, სასტუმრო კომპლექსები და საოჯახო ტიპის სასტუმროები, რომლებიც კურორტის ცენტრში და სასრიალო ტერიტორიის ახლოს (ფეხით მაქსიმუმ 20 წუთის სავალზე) მდებარეობს. ფასები მერყეობს შემოთავაზებული ტურპაკეტისა და განთავსების მიხედვით.
კვება: გუდაურისა და ბაკურიანის სასტუმროები გვთავაზობენ ნახევრად პანსიონატის და სრული პანსიონატის არჩევანს. მთელი წლის განმავლობაში აქ ყველაფერი მზადდება ნატურალური პროდუქტებისგან. ბაკურიანში არის უამრავი დახურული და ღია ცის ქვეშ განთავსებული კაფე და რესტორანი; თუ გსურთ სწრაფად წახემსება, სადილი ან ვახშამი, თითოეული მათგანი გთავაზობთ განსხვავებულ ქართულ და ევროპულ კერძებს მენიუდან ან განსაკუთრებული შეკვეთით.
მესტიიდან 8 კილომეტრის მოშორებით, მთიანი სვანეთის გულში მდებარეობს ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი ჰაცვალი. ეს ადგილი სათხილამურო გართობის, კულტურული მემკვიდრეობისა და საოცარი ბუნების საუცხოო ნაზავია. აქაურობა შესანიშნავია როგორც ზამთრის გართობისათვის, ისე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და შთამბეჭდავი ბუნების სანახავად, ადგილობრივი სამზარეულოს დასაგემოვნებლად. თბილისიდან სვანეთის რაიონულ ცენტრში – მესტიაში ადის საავტომობილო გზა (500 კმ./310.7მილი), შესაძლებელია გადაფრენაც (მაქს. 70 წუთი).
ზამთრის გასართობები
ცხენით სეირნობა, ალპინიზმი, სნოუბორდინგი, ექსტრემალური ლაშქრობა, გაუკვალავ თოვლზე სრიალი. ჰაცვალის ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი 2010 წელს გაიხსნა (მდებარეობა 2,450მ./8,038 ფტ.-სა და 1,800მ./5,905.5ფტ.-ს შორის). გაუკვალავ ღრმა თოვლზე სრიალი მესტიის შემოგარენში რეკომენდებულია მხოლოდ პროფესიონალებისთვის. ტრასაზე ფუნქციონირებს კაფე.
დაბინავება
ვიზიტორების განკარგულებაშია სასტუმროები და საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები მესტიაში და მის შემოგარენში. ფასები მერყეობს შეთავაზებული ტურპაკეტისა და სერვისის შესაბამისად.