"ტვ თრეველი" გთავაზობთ

მოგზაურობა საქართველოში

საქართველო კავკასიის ულამაზეს მთებში მდებარეობს. მას ჩრდილოეთით დიდი კავკასიონის მთათა სისტემა, სამხრეთით კი მცირე კავკასიონი ესაზღვრება. საქართველო თავისი მომაჯადოებელი ბუნებით, კულტურით, იუნესკოს სიაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, კულინარიული საგანძურით, შესანიშნავი ღვინოებით და განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობით ყოველთვის იზიდავდა და იზიდავს სტუმრებს:


  • კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა;
  • იუნესკოს სიაში შეტანილი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • მდიდარი ფლორა და ფაუნა;
  • ღვინისა და კულინარიის სურნელი;
  • უძველესი ჩვეულებები და ტრადიციები;
  • სტუმარმასპინძლობა;
  • სტრატეგიული ადგილმდებარეობა;
  • რვა კლიმატური ზონა;
  • მეგობრული გარემო ბიზნესისა და მოგზაურობისათვის.