შპს ”ტვ თრეველი”

შპს ”ტვ თრეველი“ გთავაზობთ მომსახურების შედეგ მიმართულებებს:

ავიაბილეთების ოპტიმალური მარშუტების შერჩევა კლასისა და ფასის მიხედვით, დაჯავშნა, შეძენა და მიწოდება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ქვეყნის შიგნით და გარეთ სასტუმროების დაჯავშნა. სასტუმოების შერჩევა ხდება ადგილმდებარეობის, ხარისხისა და ფასის მიხედვით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ვიზებითა და სამგზავრო დაზღვევით უზრუნველყოფა.

ასევე: უცხოელი სტუმრების ჩამოყვანა, დახვედრა, გაცილება, სასტუმროში განთავსება და ადგილობრივი ტურების დაგეგმვა. ქართულენოვანი, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი, გერმანულენოვანი, ფრანგულენოვანი გამოცდილი და კვალიპიციური გიდების მომსახურეობა. კულტურული, შემეცნებითი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტურების ორგანიზება. ტრანსპორტირება.

კორპორაციული საღამოების ორგანიზება, საკონფერენციო ოთახების დაჯავშნა.

საბაჟო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

საერთაშორისო და შიდა სასტუმროს და ავიაბილეთის დაჯავშნა-შეძენა, ტრანსპორტირება, კვებისა და გიდის მომსახურება, სავიზო მომსახურება.

კომპანიის გამოცდილება, კლიენტები და დიდი პროექტები

ტვ თრეველი წლების განმავლობაში ემსახურება სხვადასხვა მედია კომპანიებს, კერძოდ: სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ახალ არხს, აჭარის ტელევიზიას, რადიო ფორტუნას, სპორტისა და გასართობი პროგრამების ასოციაციას და სხვა ტურისტული სააგენტოებისაგან განსხვავებით ამ სფეროში არსებული სპეციფიკური ამოცანების წარმატებით განხორციელების დიდი გამოცდილება აქვს.

„ტვ თრეველ“-მა მომსახურეობა გაუწია ისეთ დიდ პროექტებს როგორიცაა:

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“

„საქართველოს ვარსკვლავი“, საბავშვო პროექტი „Jetix Kids Cup”; (გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი), “ნიჭიერი“.

„სპორტისა და გასართობი პროგრამების ასოციაცია:- ბავშვთა საფეხბურთო ჩემპიონატი ქ. ორლანდოში “ Disney Cup ” (Florida).